LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობ ალეკო ბეგალიშვილს სახლი დაეწვა – „ფაქტობრივად, ქუჩაში დავრჩი…“

373

„სარკესთან“ საუბრისას მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი ამბობს, რომ სახლი დაეწვა და ფაქტობრივად, ქუჩაშია დარჩენილი.

„ძველი გაყვანილობიდან ცეცხლი წამებში აალდა და სახლს მოედო. ჩვენ ზემოთ ვინც ცხოვრობს, ისინიც დაზარალდნენ. ამ დროს გადაღებაზე ვიყავი, ში ჩემი ცოლი და შვილები იყვნენ. სამზარეულო,დ ერეფანი, ტექნიკა – ყველაფერი დამწვარია. ფაქტობრივად, ქუჩაში ვარ. მხოლოდ საძინებლები გადარჩა“ – აღნიშნავს მსახიობი. მისი თქმით, გამგეობა დაჰპირდა, რომ სახლის აღდგენაში დაეხმარებიან, რადგან საკუთარი ძალებით ეს შეუძლებელია.

ჟურნალის რესპონდენტი ამბობს, რომ ხანძარი ღამით, 11 მაისს მოხდა და მეზობლება ჩააქრეს.

კითხვაზე, სად ცხოვრობს ახლა, ალეკო ბეგალიშვილი პასუხობს, რომ ისევ იმ პირობებში უწევს ცხოვრება. „რას ვიზამთ, ვერც ისეთი დუდუ ვარ, როგორიც სერიალში“.

13234612_10208211332734104_453852743_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები