LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმისთვის პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა 

82

“რუსთავი 2”  მსახიობ დავით როსტომაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს. მათი ინფორმაციით,  დავით როსტომაშვილზე თავდასხმის გამო, პოლიციამ რამდენიმე დღის წინ კიდვე ერთი პირი დააკავა.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულია არტომ აგაჯანოვი, რომელიც ყაჩაღობაში დახმარების ბრალდებით აიყვანეს.

თუმცა ინფორმაციას არტომ აგაჯანოვის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, რომ როსტომაშვილზე თავდასხმა 14 ივნისს მოხდა, როდესაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა ქუჩაში მიაყენეს. მომხდარიდან ცოტა ხანში შსს-მ ერთი პირი დააკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები