LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობ გიორგი მახარაძის დედა მიმართვას ავრცელებს

440

მსახიობ გიორგი მახარაძის დედა თეო ჩივაძე მიმართვას ავრცელებს. ის ქართველ ექიმებს მადლობას უხდის.

თეო ჩივაძე ასევე მადლობას უხდის ხალხს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

“ჩემო კეთილო და საყვარელო ადამიანებო, ჩვენ უკვე თბილისში ვართ. თქვენი ძალისხმევითა და გვერდში დგომით მე იმედით სავსე მაინც ვერ ვახერხებ ის უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, რასაც თქვენ იმსახურებთ. საკამათო არ არის რა არის დედისთვის შვილის ჯანმრთელობა. თქვენ კი შეძელით ჩემთვის ის გაგეკეთებინათ, რასაც მე მარტო ვერ შევძლებდი. მინდა გადავუხადო მადლობა ქართველ ექიმებს, რომლებიც ოპერაციისა და დიაგნოზის დასმის შემდეგ მაიმედებდნენ, რომ ეს არ იყო დაუძლეველი დიაგნოზი, რომ ჩვენ შევძლებდით მის დამარცხებას. ამ იმედით გამოგვიშვეს თურქეთიდანაც.
მე მადლობას გიხდით თანადგომისა და მხადაჭერისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას: ქართველ და თურქ ექიმებს, გიორგის მეგობრებს, კეთილ ადამიანებს და ადამიანთა იმ ჯგუფებს, რომლების გიორგის გადასარჩენად გაერთიანდნენ და ჩვენი იმედითა და უკეთესის მოლოდინით აგვავსეს. მადლობა, რომ მაძლიერებთ და ასეთი დიდი სიყვარულით დაგვაჯილდოვეთ: მე, გიორგის დედა თეო ჩივაძე და, რა თქმა უნდა, გიორგი მახარაძე.
გილოცავთ შობის დამდეგ დღესასწაულს და არ დავიღლები თქვენთვის კეთილი სიტყვებისა და სურვილების გამოგზავნით. მ ა დ ლ ო ბ ა, ” – წერს თეო ჩივაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები