LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მსახიობები ითხოვენ, რომ ფული წაგართვან და მისცენ მათ”

81

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, დღეს მსახიობების ხელფასებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აგორებულ თემას ეხმაურება.

ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ მსახიობების მიერ ხელფასების გაზრდის მოთხოვნა, გაჭირვებული ხალხისთვის ფულის წართმევის მოთხოვნას ნიშნავს.

“გირჩის” ლიდერი აღნიშნავს, რომ მსახიობი გარემოვაჭრეზე ან დალაქზე უფრო მაღლა არ დგას და მსახიობების სუბსიდირება მავნებლობაა.

მისი აზრით კულტურის სამინისტრო საერთოდ გასაუქმებელია – იგივე მოსაზრება აქვს მას ფეხბურთელსა და სპორტის სამინისტროზე, ასევე სხვებზეც…

“სურათი რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, რა ხდება: მსახიობები სინამდვილეში ითხოვენ, რომ სახელმწიფომ ამ ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას (მათ შორის თქვენც) წაგართვათ ფული (გადასახადების სახით) და მისცეს მათ

რატომ?

  1. იმიტომ რომ ისინი ვერ ახერხებენ გაყიდონ საკუთარი მომსახურება (იქნება ეს თეატრალური, კინო თუ სასერიალო როლები) და მიიღონ იმ მოცულობის შემოსავალი რომელიც სურთ
  2. ისინი თვლიან რომ მათი პროფესია რატომღაც განსაკუთრებულია და უფრო დაფასებული უნდა იყვნენ ვიდრე სტომატოლოგები, მაღაროელები ან მეეზოვეები (ჩვეულებრივი საბჭოთა ბოდვა)

თუ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი მომსახურების გაყიდვით შემოსავლის მიღებას, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – ამ ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას აქვს სხვა პრიორიტეტები და მას ურჩევნია ისედაც მცირე შემოსავალი დახარჯოს საკვებზე, სამოსზე, შვილების განათლებაზე და სხვა, ნაცვლად თეატრის ან კინოს ბილეთების

 “კულტურის სამინისტრო თუ არ გვექნება დავკარგავთ კულტურას/თეატრს/ქართველობას და ა.შ.’ – ეს არის უტვინოებზე გათვლილი მესიჯი;

 ’აბა საფრანგეთში რომ ასეა’ –  ეს კიდევ უფრო უტვინოებზეა გათვლილი მესიჯი”,- წერს “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქართული თეატრების დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, დაიკლო მსახიობების ხელფასებმაც. ამ ფაქტს რამდენიმე ცნობილი მსახიობი კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა და ხელფასების დაბრუნება მოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები