LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობები, რომელთა თანხმობასაც „სამეფო კარის თამაშების” შეცვლა შეეძლო

584

სამეფო კარის თამაშები“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, პოპულარული და აღიარებული შოუა და იგი სულაც არ იქნებოდა ზუსტად ისეთი როგორიც ახლაა, რომ არა HBO-ს მიერ შესანიშნავად ჩატარებული ქასთინგი. და მაინც – შეიძლებოდა „სამეფო კარის თამაშები“ სულ სხვანაირი ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სერიალის არაერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟის როლი თავიდან სხვა მსახიობებს შესთავაზეს და ზოგიერთმა მათგანმა საცდელი სერიის ჩაწერაშიც მიიღო მონაწილეობა…

ტრიშა ჰელფერი-სერსეი ლანისტერი

ტრიშა ჰელფერი, რომელიც ტელეაუდიტორიისათვის ყველაზე მეტად მის მიერ „საბრძოლო კრეისერ”გალაქტიკაში” შესრულებული როლითაა ცნობილი, შეიძლებოდა სერსეი ლანისტერის როლში გვეხილა. ამის შესახებ მსახიობმა თავის ფანებს საკუთარი ტვიტერის გვერდის საშუალებით ამცნო. ჰილფერი „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ფანია და მოუთმენლად ელის, როდის გამოაქვეყნებს ჯორჯ მარტინი საგის მომდევნო წიგნს -„ზამთრის ქარებს”.

ჯილიან ანდერსენი – მელისანდრე/სერსეი ლანისტერი

ჯილიან ანდერსენს ხმამაღლა არასოდეს უსაუბრია იმაზე, თუ ვისი როლი შესთავაზა მას HBO-მ. გულშემატკივართა უმრავლესობის აზრით, ანდერსენს წითელი ქურუმი ქალის, მელისანდრეს როლი შესთავაზეს. ფანების ნაწილი ფიქრობს, რომ მას შეეძლო სერსეი ლანისტერის როლი მიეღო.
მის ქალიშვილს არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ ჯილიანმა „სამეფო კარის თამაშებში” მონაწილეობაზე უარი თქვა.

თამზინ მერჩანტი-დეინერის ტარგარიენი

HBO-მ 2009 წლის აგვისტოში დეინერის ტარგარიენის როლზე სწორედ თამზინ მერჩენტი დაამტკიცა და იგი სერიალის ორიგინალ პილოტშიც გადაიღეს, თუმცა შემდეგ მსახიობმა როლზე უარი განაცხადა. მერჩანტს თავისი გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია და შესაბამისად დღემდე უცნობია ამისი მიზეზი მსახიობის მიერ „ტიუდორებში” მიღებული როლი იყო თუ სხვა რამ, ის კი ცხადია, რომ ემილია კლარკმა დეინერისის როლს თავი შესანიშნავად გაართვა.

 

დომინიკ უესტი-მენს რაიდერი/ მეფე კედელს მიღმა

დომინიკ უესტმა უარი თქვა მენს რაიდერის როლზე, რადგან არ სურდა თავისი ოჯახი ხანგრძლივი ვადით დაეტოვებინა. მან ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მას შემდეგ ინანა, რაც თავისმა ძმიშვილმა განუცხადა, რომ „სამეფო კარის თამაშები” საუკეთესო ტელეშოუა.

 

ვიგო მორტენსენი-ედარდ სტარკი

ვიგო მორტენსენი ძალიან ახლოს იყო ლორდი სტარკის როლის შესრულებასთან, თუმცა საბოლოოდ აღნიშნული როლი „ბეჭდის საძმოს” სხვა წევრს, შონ ბინს ერგო. გავრცელებული ცნობებით ვიგო მორტენსენს არაგორნის როლის შესრულების შემდეგ მსგავსი პერსონაჟის თამაში არ სურდა.

 

ჯენიფერ ეილი-კეიტლინ სტარკი

თამზინ მერჩენტის მსგავსად, ჯენიფერ ეილიც HBO-ს პირველი არჩევანი იყო. იგი კეიტლინ სტარკის როლზე დაამტკიცეს და პილოტშიც გადაიღეს, თუმცა მსახიობმა, რომელსაც იმ პერიოდში ახალშობილი ჰყავდა, დედობა რეალურ ცხოვრებაში ამჯობინა და უარი თქვა როლზე, რომელიც მიშელ ფეირლიმ შესანიშნავად შეასრულა.

 

მარკ სთრონგი – სტანის ბართეონი

საკმაოდ ბევრი წყარო გვარწმუნებს, რომ მარკ სტრონგს შეეძლო სტანის ბარათეონის როლი მიეღო, თუმცა მან „ზამთრის სუსტ მზეში” თამაში არჩია. სამწუხაროდ აღნიშნული შოუ ერთი სეზონის დასრულების შემდეგ დაიხურა, სთრონგი კი სავარაუდოდ თავის გადაწყვეტილებას დღემდე ნანობს.

 

იზი-მეიქლ სმოლი-სანსა სტარკი

ბრიტანელი მსახიობი იზი მეიქლ სმოლი თითქმის დამტკიცებული იყო სანსა სტარკის როლზე, თუმცა HBO-მ საბოლოოდ სოფი ტერნერი აირჩია. სმოლის განცხადებით, მას გული დიდად არ დასწყვეტია, რადგან შოუ ძალიან ბევს ძალადობის შემცველ და ეროტიკულ სცენას შეიცავს და მის მშობლებს ეს არ მოეწონებოდათ.

სემ ჰიუგენი- რენლი ბარათეონი/ლორას ტაირელი

შოტლანდიელი მსახიობი, რომელიც სერიალ „უცხოელში” მონაწილეობს, „სამეფო კარის თამაშების” ორი მნიშვნელოვანი პერსონაჟის როლზე აცხადებდა პრეტენზიას, გარდა ამისა მან კასტინგი ღამის გუშაგთა საძმოს წევრების როლებზეც გაიარა, თუმცა როგორც ჩანს მას სერიალში მონაწილეობა არ ეწერა. მიუხედავად ამისა, სემი სულაც არ არის განაწყენებული. იგი სერიალის გულშემატკივარია და მოუთმენლად ელის ყოველ ახალ ეპიზოდს.

მაჰერშალა ალი- ქსარო ქსოან დაქსოსს

ოსკაროსანი მსახიოობიც სერიალის მრავალრიცხოვან ფანებს შორის არის. ქარტელი დიდებულის – ქსარო ქსოან დაქსოსის როლზე ალიმ კასტინგიც გაიარა, თუმცა წარუმატებლად. „სამეფო კარის თამაშების” კასტინგ-დირექტორს ნინა გოლდს დღემდე უიჭირს დაჯერება რომ მან მაჰერშალა ალი დაიწუნა.

ვაიმარ როისი-ჯეიმი კემპბელ ბაუერი

ვაიმის როისის სახელი შესაძლოა ტელემაყურებელს არაფერს ეუბნებოდეს და ეს გასაგებიცაა, თუმცა ეს პერსონაჟი გამორჩეულია – იგი პირველია, ვინც სერიალში კვდება. ღამის გუშაგთა საძმოს წევრის როლზე კასტინგი ჯეიმი კემპბელ ბაუერმა გაიარა, რომელიც ყველაზე ცნობილი თავისი „ბინდის საგაში” შესრულებული კაიუსის როლითაა.

 

პერდიტა უიკსი-როსლინ ფრეი

პერდიტა უიკსი „ტიუდორებში” შესრულებული როლში შემდეგ უოლდერ ფრეის ქალიშვილის, როსლინ ფრეის როლზე საკმაოდ იოლად დაამტკიცეს, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო უიკსმა ამ როლზე უარი თქვა და სხვა პროექტებით დაკავება არჩია. მოგვიანებით მან ეს გადაწყვეტილება ინანა, მაგრამ გვინაი იყო – ალექსანდრა დოულინგი უკვე დამტკიცებული იყო როლზე.

 

ტიმ როტი-სერ დავოს სივორთი

გავრცელებული ცნობების თანახმად, ტიმ როტიც ძალიან ახლოს იყო სერ დავოს სივორთის როლთან, თუმცა საბოლოოდ HBO-მ ლიამ კუნინგჰემი აირჩია.

 

ლილი ალენი-იარა გრეიჯოი

თეონ გრეიჯოის როლის შემსრულებლის, ალფი ალენის დას, ლილი ალენს შეეძლო თეონის ეკრანული დის, იარას როლი მიეღო. მიუხედავად ამისა ლილიმ როლზე უარი განაცხადა და თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურდა თავის ძმასთან ინტიმური სცენა ჰქონოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები