LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი დიმა ჯაიანი გარდაიცვალა

134

მსახიობი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მსახიობი ბოლო პერიოდში მძიმედ იყო ავად.
დიმა ჯაიანი სენაკში, 1950 წლის 20 აგვისტოს დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.

1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი; 2013 წლიდან იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა კულტურის მინისტრი. 1998 წელს მიიღო ღირსების ორდენი; 1995 წელს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1989 წელს მიიღო საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება.

 

 

https://www.facebook.com/GovernmentofAbkhazia/photos/a.230028163705254.52711.230016827039721/1772065472834841/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები