LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი გიგა დუნდუა მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

826

მსახიობი გიგა დუნდუა გარდაიცვალა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, მსახიობს მანქანა დაეჯახა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაყურებელს გიგა დუნდუა ფილმიდან „კომა“, სერიალებიდან „ტიფლისი“ და „ჰეროკრატია“ ახსოვს. ამ უკანასკნელში ის როინ შავაძის როლს ასახიერებდა.

კასტინგ დირექტორმა მიშა აფხაზავამ გიგას მიერ ერთ-ერთ კასტინგზე ნათქვამი ლექსი გამოაქვეყნა და დაწერა:

„გიგამ მოგვიყვა ლექსი კასტინგზე! პირველად ვდებ საჯაროდ! აი, ასეთმა კარგმა მსახიობმა და ადამიანმა დაგვტოვა! ძალიან, ძალიან მეწყინა! განავრცეთ ეს პოსტი ვისაც შეგიძლიათ, გიგას ხათრით!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები