LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს

125

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლიკა ქავჟარაძე ცნობილი კინომსახიობია, რომელსაც მაყურებელი კარგად იცნობს, ფილმიდან “ნატვრის ხე”.

მსახიობს 26 ოქტომბერს 58 წელი უსრულდებოდა. ის 1959 წელს არის დაბადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები