LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი მიშა ბარტონი ნერვული აშლილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს

125

ამ დღეებში, მიშა ბარტონი საავადმყოფოში ფსიქიატრიული მდგომარეობის შესამოწმებლად გადაიყვანეს. პოლიცია მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მათ მსახიობის უჩვეულო საქციელი შენიშნეს.  დახმარებაზე თანხმობა კი მან თავად განაცხადა.

როდესაც ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ, ბარტონს მხოლოდ ფრთე პერანგი ეცვა, ყელზე კი ჰალსტუხი ეკეთა. სერიალის „მარტოხელა გულები“ ვარსკვლავი უცნაურად იქცეოდა: ის დედას ჯადოქარს უწოდებდა, ჩურჩულებდა გაურკვეველ ფრაზებს, ბოლოს კი მიწაზე დაეცა და დაიყვირა, რომ ყველაფერი დასრულდა.

ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე მსახიობმა 31 წლის იუბილე აღნიშნა. თვითმხილველების თქმით, საღამოზე მიშა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და კარგად ერთობოდა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ მსახიობის ფსიქიატრიული მკურნალობა ესაჭიროება – 2009 წელს ის შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე თვე მკურნალობდა.

ბარტონმა სახელი სერიალით „მარტოხელა გულები“ გაითქვა, თუმცა მას შემდეგ, რაც პროექტი დაიხურა, მისი კარიერა ვეღარ ვითარდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები