LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა

240

რუსთაველის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

სოსო ლაღიძე 1936 წლის 21 იანვარს დაიბადა. რუსთაველის თეატრში 1959 წლიდან მოღვაწეობდა.

აღსანიშნავია მისი როლები: ვეფხია ხალიბაური („ამბავი სიყვარულისა“), უფლისწული („სიბრძნე სიცრუისა“), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა“), გერა („გვადი ბიგვა“), გოგი („კავკასიური ცარცის წრე“), გრეი („რიჩარდ III“), ნიკოლოზ II („კვაჭი კვაჭანტირაძე“), საფრანგეთის მეფე („მეფე ლირი“), როსსი („მაკბეტი“); მისი კინოროლები მცირე ეპიზოდურიდან მალევე გადაიზარდა მნიშვნელოვან ნამუშევრებად. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კინოროლია გაბრიელი ფილმში „ლონდრე“.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2116803975060903&set=a.237261486348504.56680.100001939624628&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები