LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს

98

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე მამის გვერდით დაკრძალეს. მსახიობის პანაშვიდი დღეს თბილისში, ღვთისმშობლის შობის ტაძარში გაიმართა. 14:00 საათზე კი, მუხათგვერდის სასაფლაოზე გადაასვენეს.
ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის მეგობრების ვარაუდით, მსახიობის გარდაცვალება, შესაძლოა, გულთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია.
ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები