LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსგავსი არავინ მინახავს: ვინ არიან არგენტინის დიადი შვილები

39

დიეგო მარადონა: მადლობა ღმერთს, მესი არგენტინელია.
მსოფლიო ჩემპიონმა არგენტინის ნაკრების გულშემატკივრებს თხოვა „ბარსელონას“ ფორვარდი მოასვენონ.
“არ მოვითმენ იმ ადამიანების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ მესი ფენომენი არ არის იმიტომ, რომ არ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი. მესი – დიადი ფებურთელია იმის მიუხედავად მოიგო თუ არა მსოფლიო ჩემპიონატი.
56 წლის კაცი ვარ და არასოდეს არავინ იმის მსგავსი არ მინახავს, როგორიც ლეოა. მადლობა ღმერთს, რომ მესი არგენტინელია. ჩვენ გვყავს მესი, ჩვენ გვყავს რომის პაპი, ჩვენ გვყავს – მე“, – განაცხადა ფეხბურთის ღმერთად წოდებულმა დონ დიეგომ.
3 წლის განმავლობაში ლიონელ მესიმ არგენტინასთან ერთად წააგო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, 2015 და 2016 წლების ამერიკის თასი ფინალური მატჩები. 360 სათამაშო წუთის განმავლობაში მესის ერთი გოლიც არ გაუტანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები