LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობა და რემონტი განვადებით: ”გაარემონტემ” 40%-იანი ფასდაკლება დაიწყო

1129

სარემონტო-სამშენებლო კომპანია ”გაარემონტე” მომხმარებელს ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს უფასოდ სთავაზობს. ამასთან, კლიენტებს სარემონტო სამუშაოებზე 40%-იან ფასდაკლებას უკეთებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, ”გაარემონტეს” ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეებისგან მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები გამოარჩევს. ”სხვებისგან გამოვირჩევით 30%-ით დაბალი ფასით და მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოთი. ამავდროულად, სარემონტო პროცესთან დაკავშირებული სრული სერვისის ერთიანობით”, – აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, ”გაარემონტე” სამომავლოდ გაფართოებასაც გეგმავს.
”ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ადამინი ჩავრთოთ ჩვენს პროექტში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობით შევამციროთ უმუშევრობის დონე. ამასთან, ჩვენი სერვისით მივცეთ მომხმარებლებს საშუალება, თავიდან აიცილოს ზედმეტი დანახარჯი და მიიღოს საქართველოში რემონტისა და მშენებლობის ყველაზე მაღალი სტანდარტი”, – განუმარტეს ”ფორტუნას” ”გაარემონტეში”.

ცნობისთვის, აღნიშნული სარემონტო-სამშენებლო კომპანია ქართულ ბაზარზე 2014 წლიდანაა წარმოდგენილი და მომხმარებელს სთავაზობს ყოველგვარი დისკომფორტის აღმოფხვრას, რაც რემონტთანაა დაკავშირებული. კომპანია საკუთარ უპირატესობად მიიჩნევს: ვადის სიზუსტეს, ხარისხის დაზღვევასა და პასუხიმგებლობაა, ბიუჯეტის დაზღვევას, დასუფთავებას, ევრო სტანდარტის რემონტს, ასევე მშენებლობას მაღალი ხარისხის მასალებით, ხარისხის 50-წლიანი დაზღვევით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები