LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობიდან 26 წლის მამაკაცი გადმოვარდა

93

მშენებლობაზე კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. გურჯაანის სპირტის ქარხანაში მომუშავე ახალგაზრდა, სიმაღლიდან გადმოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის დათო ოდიკაძე, ობიექტზე მიმდინარე მშენებლობიდან იმ დროს გადმოვარდა, როცა ის შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა.

ის ადგილზე გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახი ვარაუდობს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს ქარხნის დირექტორი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები