LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლების ჩხუბი შვილების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება

149

ის თუ როგორი ურთიერთობა აქვთ მშობლებს ერთმანეთთან, ბავშვების ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. ასეთი დასკვნა ბრიტანელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევის შემდეგ მიიღეს.

სპეციალისტები ასთმით დაავადებულ 10-დან 17 წლამდე ბავშვებს აკვირდებოდნენ. პატარებს ყოველდღიური ემოციების, ასთმის სიმპტომებისა და მშობლების ურთიერთობის ჩანიშვნა ევალებოდათ. მაგალითად, მათ უნდა ჩაეწერათ – „დედამ და მამამ დღეს იჩხუბეს“, ან „დედამ და მამამ დღეს ერთად ფილმს უყურეს“. მონაცემების შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ იმ ბავშვებს ვის მშობლებსაც თბილი ურთიერთობა ქონდათ, როგორც წესი, ასთმის სიმპტომები ნაკლებად უვლინდებოდათ, განსხვავებით იმათგან, ვინც ძირითადად ჩხუბის მოწმე ხდებოდა ხოლმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები