LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლების უმეტესობა შვილების კითხვებზე პასუხს ვერ სცემს

35

ბავშვების კითხვებზე მშობლების უმეტესობა ვერ პასუხობს, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები ექსპერიმენტის შემდეგ.

„როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მშობლების უმეტესობას არ შეუძლია, ბავშვების სამეცნიერო კითხვებს პასუხი გასცენ. მშობლების 80%-ზე მეტი ვერ პასუხობს ბავშვს, თუ მიკი კითხვა მათემატიკას, მეცნიერებას არ ინჟინერიას ეხება,“ – ამბობენ მკვლევარები.

ექსპერიმენტში სულ ათასზე მეტი მშობელი მონაწილეობდა და მათმა უმეტესობამ აღიარა, რომ ხშირად არ აქვთ ინფორმაცია მათი შვილების საყვარელი თემების შესახებ. ასეთ დროს კი, მათი თქმით, თავს უხერხულად გრძნობენ. გამოსავალს კი მეორე მშობელთან გადამისამართებაში პოულობენ – მამები პასუხის არარსებობის შემთხვევაში შვილებს დედებთან, დედები კი –  მამებთან უშვებენ.

„მშობლები საკუთარი შვილის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში და გონებრივ განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ. ამიტომ როდესაც მშობლებისგან კითხვებზე პასუხს ვერ ისმენენ, მათზე ეს ცუდად მოქმედებს,“ – ამბობენ მეცნიერები.

აღნიშნული კვლევა დიდ ბრიტანეთში ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები