LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლებმა ბაღების მართვის სააგენტოსთან გზის გადაკეტვა სცადეს – დაკავებულია ერთი მშობელი

44

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლების“ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი თამარ იარაჯული პოლიციამ მიცკევიჩის ქუჩაზე დააკავა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც საბავშო ბაღების აღსაზრდელების მშობლებმა ბაღების მართვის სააგენტოს შენობასთან სავალი გზის გადაკეტვა სცადეს. თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი.

მშობლები ბაღებიდან დირექტორების განთავისუფლებას ამ ფორმით მას შემდეგ შეეცადნენ რაც მათი და თემურ თორდინავას შეხვედრა დასრულდა.

მშობლების შეფასებით ეს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები