LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლებს საფრანგეთში კანონით დაავალდებულებენ, ბავშვები აცრან

88

მომავალი წლიდან მშობლები საფრანგეთში ვალდებულები იქნებიან, საკუთარ შვილებს ვაქცინაცია ჩაუტარონ. მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია, რომ ბავშვები წითელას ვირუსის გამო ჯერ კიდევ კვდებიან საფრანგეთში.

ვაქცინები სამ დაავადებაზე, რომელიც ბავშვებს ადრეულ წლებში უკეთდებათ – დიფტერია, ტეტანური და პოლიომიელიტი, საფრანგეთში უკვე სავალდებულოა. სხვა ვაქცინები კი, მათ შორის ჰეპატიტისა და ყივანახველას საწინააღმდეგოდ, უბრალოდ რეკომენდებულია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მომდევნო წლიდან სავალდებულო 11 ვაქცინა გახდება.

ბოლო კვლევების თანახმად, 10-დან სამზე მეტი ადამიანი საფრანგეთში „ვაქცინაციას არ ენდობა“, კვლევაში მონაწილეთა 52 პროცენტი ამბობს, რომ ვაქცინაციის სარგებელი აღემატება რისკებს.

2008-დან 2016 წლამდე საფრანგეთში წითელას 24 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 1500 სერიოზული გართულებებით მიმდინარეობდა, 10 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები