LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშრალი ხიდის ქვეშ ზებრახაზზე გადასვლა, ადრე შეუძლებელი იყო

151

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, თბილისში, ზებრა გადასასვლელზე არსებული პრობლემის მოგვარებაზე წერს.

მისი თქმით, მშრალი ხიდის ქვეშ არსებული პრობლემა, მართვადი შუქნიშნის დაყენებით მოგვარდა.

“მშრალი ხიდის ქვეშ არსებულ ზებრახაზზე ადრე გადასვლა შეუძლებელი იყო. ჩქარა მიმავალი მძღოლები ქვეითებს გზას, პრაქტიკულად, არ უთმობდნენ.

თბილისის სატრანსპორტო სამსახურმა გაითვალისიწინა ბევრი ჩვენგანის მოსაზრება და ეს პრობლემა ცოტა ხნის წინათ აქ მართვადი შუქნიშნების დაყენებით გამოასწორა.

ახლა ქვეითს გადასვლა აღარ უჭირს. შესანიშნავია…”, – წერს გოგა ჩანადირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები