LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშრომელთა უფლებებს პროფკავშირებზე უკეთ ვერავინ დაიცავს – მარგველაშვილი

57

მშრომელთა უფლებების დაცვის ყველაზე მყარი გარანტი არის პროფკავშირები, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, არცერთი პოლიტიკოსი არ დაიცავს მშრომელთა უფლებებს ისე, როგორც ამას პროფკავშირები გააკეთებს, რადგან “კაცობრიობას ამაზე უკეთესი მექანიზმი ჯერ არ შეუქმნია”.

„მე როცა საჭირო იყო, ყოველთვის ვუჭერდი მხარს და მომავალშიც დავუჭერ საჯარო განცხადებებით მშრომელთა უფლებებს მხარს, თუმცა, პროფკავშირების როლის გაძლიერებაა საჭირო“ – ამის შესახებ მარგველაშვილმა “საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან” საკონსტიტუციო პროექტში შესატანი ცვლილებების დისკუსიისას განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები