LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვენიერი მეგან მარკლი „ზიმერმანის“ თეთრ კაბაში (ფოტო)

54

ავსტრალიური ტურნეს შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ფიჯიზე გაემგზავრნენ. წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთში სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე რამდენიმე დღე დაჰყოფენ, სადაც მათ ოფიციალური ვიზიტების სერია ელოდებათ. წყვილს აეროპორტში საპატიო ყარაული დახვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურის მოწვევით იმყოფებიან. ვიზიტის დღეს ცუდი ამინდი დაემთხვა, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა მეგანს არჩევანი ავსტრალიური ბრენდის, „ზიმერმანის“ თეთრი ფერის კაბაზე გაეკეთებინა, რომელიც „სტეფან ჯონსის“ შლაპასთან ჰქონდა შეხამებული.

აკადემიურ სამოსზე გააკეთა არჩევანი პრინცმა ჰარიმ, რომლის პიჯაკსაც სამხედრო სამსახურში მიღებული მედლები ამშვენებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები