LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვენიერი შესრულება გოგოსგან, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა – ნინო ლომჯარია

119

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 12 მაისს, პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალზე აქციის ერთ-ერთი მონაწილის ცეკვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მემორიალზე მოცეკვავე გოგოს ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა გოგოს საქციელი გააკრიტიკა.

„მშვენიერი შესრულება გოგოსგან, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა… 9 აპრილი, დღე, როცა ახალგაზრდები იმისთვის დახოცეს, რომ არ უნდოდათ ვინმეს ეკარნახა როდის, როგორ ან რანაირად უნდა ეცხოვრათ და თუნდაც, ეცეკვათ და ემღერათ… ამ მემორიალის შეურაცხყოფა კი ის ღიად ფაშისტური განცხადებებია, რომლებიც თითქოსდა მისი დაცვის მიზნით კეთდება… წერს ლომჯარია.

 

 

ლომჯარია ამასთან, ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ახალგზარდა გოგო ინოლა გურგულიას საღამოზე მღერის.

შეგახსენებთ, თბილისში 12 მაისს “თეთრი ხმაურის” ორგანიზებით, ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ახალგაზრდებმა სამართალდამცველების მიერ კლუბებში ძალის გადამეტების გამო აქციები იმ ღამესვე გამართეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები