LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვიდობის ხიდი სუფთავდება (ფოტოები)

222

რიყის პარკთან არსებული მშვიდობის ხიდი სუფთავდება.

გეგმური სამუშაოების ფარგლებში, მშვიდობის ხიდის, როგორც გარე კარკასის, ასევე შიდა საფეხმავლო ნაწილის მორეცხვა-დასუფთავება მოხდება.  სამუშაოები დღეს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დასუფთავების სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე გაეცნენ. ადგილზე ასევე, იმყოფებოდა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი.

„სამუშაოები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დასუფთავების სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რომელიც ხიდის განათებასაც უზრუნველყოფს“, – განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

ტენდერში გამარჯვებული მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „X-ვექტორი“ მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დაზიანების შემთხვევაში, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას – LED სანათების, მოაჯირებისა და საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაციასა და გამოცვლას უზრუნველყოფს.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2017 წელს მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობისთვის 465 000 ლარია გამოყოფილი.

მშვიდობის ხიდი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა. მისი ოპონენტები და მომდევნო სახელისუფლებო გუნდიც ამ ხიდს მუდმივად აკრიტიკებდა. განიხილებოდა მისი დაშლის გეგმაც.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე მოვალეობის შესრულებას კვირაზე მეტია შეუდგა. როგორც ჩანს ქალაქის სისუფთავეს ის დიდ ყურადღებას უთმობს. თანამდებობის დანიშვნის პირველივე დღეებში მან შესაბამის სამსახურს მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება დაავალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები