LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსმენელის მოთხოვნით, ნანი ბრეგვაძის კონცერტზე გასაყიდი ბილეთების რაოდენობა დაემატა!..

100

16 აგვისტოს,  „ჩექ ინ ჯორჯია“ და „ ბლექ სი არენა“ ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის ისტორიულ კონცერტზე გიწვევთ. სპეციალური სტუმრის სტატუსით, „ბლექ სი არენაზე“ მსმენელის წინაშე წარდგება  მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი კრის ბოტი. ამერიკელი მუსიკოსი საქართველოში ხვალ ჩამოფრინდება, მანამდე კი „ბლექ სი არენაზე“ უკვე რეპეტიციები მიმდინარეობს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

შესრულდება შედევრები, რომელთაც ნანი ბრეგვაძეს უძღვნიდნენ მე-20 საუკუნის გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები. ქართული სცენის დედოფლისთვის სასიმღერო ტექსტებს ქმნიდნენ მორის ფოცხიშვილი და პეტრე გრუზინსკი.

16 აგვისტოს – ნანი ბრეგვაძის ცხოვრების გზა ეკა მამალაძესთან, ნატალია ქუთათელაძესთან, ნინო ქათამაძესთან, სტეფანე მღებრიშვილთან და რაც მთავარია, კრის ბოტისთან ერთად…

კონცერტზე დასასწრები ბილეთები საიტზე tkt.ge იყიდება. ღონისძიებაზე დასასწრები რამდენიმე ათასი ბილეთი სრულად რეალიზდა კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე. მსმენელის მოთხოვნით, ორგანიზატორებმა გასაყიდად კიდევ ოთხი სექტორის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს და უკვე დღეიდან, ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, tkt.ge-ზე და ასევე „ბლექ სი არენას“ სალაროში, რომელიც დილის 11-დან საღამოს ექვს საათამდე მუშაობს, შეიძინოს ნანი ბრეგვაძის კონცერტზე დასასწრები ბილეთები, რომელთა ფასი 15-20 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები