LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების რეფორმის გატარებაში დაეხმარება

58

მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით ითანამშრომლებს, – მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმართულება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მსოფლიო ბანკის განათლების გლობალური პრაქტიკის ხელმძღვანელის, კრისტიან აედოს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო.

პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

შეხვედრისას, გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა განათლების სისტემის ყოვლისმომცველ რეფორმაზე, რომელიც შრომის ბაზარსა და საქართველოში არსებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ქართულმა მხარემ, ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ზრდასრულთათვის განათლების მიღების შესაძლებლობაზეც გაამახვილა, რაც ყველა ასაკის ადამიანს სასურველი პროფესიის დაუფლებისა და შესაბამისად, დასაქმების, ან საკუთარი ბიზნესის წამოწყების საშუალებას მისცემს.

საუბრისას, ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე.

შეხვედრას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები