LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში დაეხმარება

89

მსოფლიო ბანკი მზად არის დაეხმაროს საქართველოს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური კუთხით. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა  დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში , მერსი ტემბონმა  განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სტიქიასთან ბრძოლის კუთხით.

„მინდა აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაუწია საქართველოს ამ კრიზისულ დროს. მსოფლიო ბანკში შეშფოთებული ვართ ამ უბედურებით და მზად ვართ დახმარება გავუწიოთ საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში. მსოფლიო ბანკში პროგრამა გვაქვს, რომელიც უშუალოდ ეხება გარემოსა და ტყეების დაცვას. ჩვენ მზად ვართ საქართველოს დავეხმაროთ როგორც კრიზისის, ასევე კრიზისის შემდგომ პერიოდში. საქართველოს გავუწევთ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. გარემოსდაცვითი სპეციალისტების ჯგუფი შეაფასებს არსებულ ვითარებას, რათა შემდგომ კონკრეტული გეგმა დავნერგოთ“, – აღნიშნა მერსი ტემბონმა.

როგორც მერსი ტემბონმა აღნიშნა, თავდაპირველად შეფასდება სიტუაცია, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილავენ იმ საკითხებს, თუ რა კუთხით იქნება საჭირო დახმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები