LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსოფლიო ბანკისგან რეფორმების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა გვაქვს”

30

ეს არის პირველი ვიზიტი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის 10 აღმასრულებელი დირექტორია ჩამოსული და მათი ვიზიტის მნიშვნელობა ძალიან მაღალია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ახლა მსოფლიო ბანკთან ვიმყოფებით პროცესში, როცა უნდა დამტკიცდეს ქვეყნის ჩარჩო-ხელშეკრულება შემდგომ 4-5 წელიწადზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელმა დირექტორებმა, რომლებიც არიან საბჭოს წევრები, თვითონვე მოისმინონ ასე ვთქვათ, პირველი ხელიდან იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს და შესაბამისად განსაზღვრონ, თუ რა საჭიროება აქვს ჩვენს ქვეყანას საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად გააცნო მათ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა მსოფლიო ბანკისგან“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2019-2022 წლებში დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. მინისტრის განცხადებით, მუშავდება მსოფლიო ბანკთან სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები