LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკმა ახალციხეში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დააფინანსა

93

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახალციხეში, საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.

„გასულ წელს საფარის მონასტერთან მისასვლელი 7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ამჯერად სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მონასტრის მიმდებარედ შენდება სუვენირების მაღაზია და შესასვლელი კარიბჭე, ასევე მოხდება მონასტერთან მისასვლელი გზის ქვაფენილებით მოწყობა. ნოემბრიდან ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები