LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის პროგნოზი გააუმჯობესა

59

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. ბანკის ვარაუდით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს.

ბანკის ახალი ანგარიშის – „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების“ მიხედვით, წინა შეფასებასთან შედარებით საქართველოსთვის პროგნოზი გაუმჯობესებულია 0.7 პროცენტული პუნქტით. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2018 წლისთვის 5,3%-მდე გაიზრდება, 2019 წლისთვის კი 5,0%-მდე შემცირდება.

რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს, მსოფლიო ბანკმა ის შეამცირა. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2,7%-ს შეადგენს, 2018 წლისთვის კი 2,9%-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები