LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებულ ფორმატში და რობი უილიამსის შუა თითით გაიხსნა (ფოტო)

43

მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონზე რიგით 21-ე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ცერემონიაში მონაწილეობდა ცნობილი ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი, ვენის სახელმწიფო ოპერის სოლისტი აიდა გარიფულინა და ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო.

უილიამსმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა პოპურის ფორმატში და გარიფულინასთან დუეტშიც იმღერა. მოკლედ, ლამის სოლო კონცერტი გამოუვიდა.

აი გამოსვლის ბოლოს კი თავის სტილში კვლავ აჩვენა კამერებს უხამსი ჟესტი – შუა თითი.

სხვათა შორის, რობი კრიტიკის ქარცეცხშლი გაატარეს, რადგან ბრიტანეთს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და მომღერლის მოსკოვში გამოსვლა უარყოფითად შეფასდა.

ცერემონიის დროს მსოფლიო ჩემპიონატის ელჩმა ვიკტორია ლოპირევამ ტურნირის ოფიციალური ბურთი გამოიტანა და პირველი სიმბოლური დარტყმაც შესრულდა.

ტურნირი კი ოფიციალურად გახსნეს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ფიფას თავკაცმა ჯანი ინფანტინომ.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გახსნა წინებისგან განსხვავებულად გაკეთდა.
ცერემონია პირველად ჩატარდა უშუალოდ მატჩის წინ და ის თამაშამდე ნახევარი საათით ადრე დაიწყო. აქამდე გახსნის ცერემონია რამდენიმე საათით ადრე იწყებოდა. უცვლელი დარჩა ის, რომ შოუ ორ თემას მიეძღვნა: ფეხბურთსა და ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარდგენას.
რეჟისორი გახლდათ ფელიქს მიხაილოვი, რომელიც 2017 წლის კონფედერაციის თასზეც იყო პასუხისმგებელი.

 

გახსნის ცერემონიას უცხო ქვეყნების პირველი პირებიც ესწრებოდნენ. მათ შორის, ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო, ბოლივიის ლიდერი ევო მორალესი, გახსნის მატჩის მონაწილე საუდის არაბეთს კი ქვეყნის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი წარმოადგენდა. ჩვენთვის საინტერესოა, რომ პუტინის სიახლოვეს, ლოჟაში იყვნენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები