LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატი სასწაულს ახდენს: ირანში ქალები სტადიონზე შეუშვეს (ფოტო)

81

ირანის ხელისუფლებამ პირველად 1979 წლის შემდეგ ქალებს კაცებთან ერთად ფეხბურთის ყურების ნება დართო.

”აზადის” სტადიონის უზარმაზარ ეკრანებთან ირანის ნაკრებს ესპანეთთან მატჩში 10 ათასზე მეტი ადამიანი გულშემატკივრობდა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ირანელებმა კანონი ფიფას ზეწოლის შედეგად შეცვალეს. ასე რომ, 10 ათას გულშემატკივარს შორის მრავლად იყვნენ ქალები.

პირველად ქალების ფეხბურთის საყურებლად მამაკაცებთან ერთად დაშვება მაროკოსთან მატჩის დროს იგეგმებოდა, თუმცა ქვეყნის მთავრობამ აღნიშნული შეხვედრის ღია მოედნებზე ტრანსლირება ბოლოს მაინც აკრძალა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები