LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებმა ფორმები წარადგინეს (ფოტო)

97

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის რამდენიმე ფინალისტმა სათამაშო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო, რომლითაც ისინი რუსეთის მუნდიალზე ითამაშებენ.

გერმანიის ნაკრების ფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს ტონი კროოსმა, მესუთ იოზილმა და მატს ჰუმელსმა.

 

ბელგიის ნაკრებმა საკუთარი “ტვიტერის” მეშვეობით წარადგინა წითელი მაისურები მკერდზე ყვითელი სამკუთხა ორნამენტებით. დაახლოებით ასეთი იყო ბელგიელთა ფორმა 1984 წელს, ევროპის ჩემპიონატზე.

 

ასევე ცნობილი გახდა როგორი ფორმით ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთი – წითელ მაისურს მარჯვენა მხარეს ყვითელ-ლურჯ-წითელი ორნამენტები ამშვენებს.
სხვათა შორის, ესპანელებს ცოტა სკანდალური ფორმა გამოუვიდათ. იისფერი, რომელიც მაისურს თან გასდევს ესპანეთის რესპუბლიკურ პერიოდთან ასოცირდება.

 

არგენტინის ნაკრების ახალი საშინაო ფორმა კი ლიონელ მესიმ აჩვენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები