LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ცნობილია: მექსიკა-პორტუგალია!

54

„სიმპსონებმა“ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა იწინასწარმეტყველეს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც: მექსიკა-პორტუგალია.

სოცქსელების მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ 1997 წლის „სიმპსონების“ ეპიზოდს. ამ სერიაში ოჯახი უყურებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის რეკლამას (წელი მითითებული არ არის) მექსიკასა და პორტუგალიას შორის და ესწრებიან კიდეც მას.

სერიის დროს ყვებიან, რომ პირველ შეხვედრაში მექსიკამ გერმანიას 1:0 მოუგო. მოგეხსენებათ, წლევანდელ მუნდიალზე სწორედ ასე მოხდა: სასტარტო მატჩი მექსიკამ გერმანიას 1:0 აჯობა. საოცარი წინასწარმეტყველებაა.

სერიასში „აცტეკების“ ერთი მოთამაშე გოგონებთან ერთად აუზში ხტება – ასეთი რამ მოხდა ჩემპიონატის წინ.

ცნობილი კომედიის ავტორები პირველად არ აჩვენებენ საკუთარ წინასწარმეტყველურ ძალას – 18 წლის წინ გამოვიდა სერია, სადაც დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა. ერთ სერიაში კი Disney-მ იყიდა Fox, რაც გასულ დეკემბერს მოხდა.

მექსიკასაც და პორტუგალიასაც უკვე მერვედფინალში სერიოზული გამოცდა ელით. ევროპელები ურუგვაის ხვდებიან, ხოლოე მქსიკა თვით ბრაზილიასთან მოსინჯავს ძალებს.

ასეც არ იყოს, უკვე შეიძლება ითქვას, რომ სიმპსონების პროგნოზი ვერ გამართლდება, რადგან მექსიკა და პორტუგალია პლეი-ოფის ბადის ერთ მხარეს აღმოჩდნენ და ისინი რომც შეხვდნენ ერთმანეთს, ეს აუცილებლად ფინალამდე, ანუ ნახევარფინალში იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები