LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ოკუპირებული აფხაზეთი ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს

85

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამო, აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურისტული მიზნებით შესვლისთვის დროებით, უვიზო რეჟიმი დაწესდება. შესაბამისი განკარგულება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გამოსცა.

როგორც განკარგულებაში წერია, 15 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, უცხოეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ტურისტული მიზნებისთვის გადალახონ აფხაზეთ-რუსეთის დე ფაქტო საზღვარი, საზღვარზე ვიზის აღების აუცილებლობის გარეშე.

დროებითი უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება.

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატირუსეთში დღეს იწყება. ჩემპიონატზე დასწრებას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეფაქტო ლიდერებიც აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები