LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატის სტუმრებს ჩურჩხელის მომზადებას ასწავლიან: ვინ არ ტოვებს კაფეში ჩაის

39

სოჭის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებების ფარგლებში მსოფლიო ჩემპიონატის სტუმრებს ჩურჩხელის მომზადებას ასწავლიან.

„სპეციალისტებისამხრეთული ტკბილეულის მომზადებაზე მასტერ-კლასებს ჩაატარებენ. კურორტის სტუმრებს დამოუკიდებლად შეეძლებათ ნუგბარი მოამზადონ თავისთვის და ახლობლებისთვის. მათ შეთავაზებენ სოჭის მევენახეთა უნიკალურ რეცეპტს“, – აღნიშნეს ქალაქის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

23 ივნისს ბალალაიკის დღეც შედგება, სადაც უცხოელ ფანებს შეეძლებათ თავადაც ისწავლონ დაკვრა ამ ეროვნულ ინსტრუმენტზე.

სულ სოჭში ცხრა გასართობი მოედანია მოწყობილი და ღონისძიებები ყოველდღიურად იმართება.

 

მანამდე კი კაფე „სამწვადეს“ ადმინისტრატორმა ის უცხოელები „ამხილა“, რომლებიც ყველაზე ნაკლებ ჩაის ტოვებენ. მათი მტკიცებით, ყველაზე ძუნწები პორტუგალიელები აღმოჩნდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები