LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა უკვე იყო, არადა 1 დეკემბერსაა

107

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წილისყრამდე რაღა რჩება, თუმცა ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ მომავალი მეტოქეების ვინაობა გაიგონ.

მექსიკელები უფრო შორსაც წავიდნენ და ოფიციალურ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარი, ვირტუალური წილისყრა მოაწყვეს, შედეგები კი ტვიტერის მომხმარებლებს გაუზიარეს.

წილისყრის შედეგად მექსიკის ნაკრები G ჯგუფში არგენტინის, მაროკოს და შვედეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ნაღდი წილისყრის ცერემონიალი 1 დეკემბერს გაიმართება.

აბა ვნახოთ რომელიმე ჯგუფი თუ მაინც დაემთხვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები