LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატზე 136 მილიარდის ფსონი დაიდო: ეჭვები არ არის

30

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გაკეთებული ფსონების საერთო ოდენობამ 136 მილიარდი ევრო შეადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ შეხვედრაზე გაკეთებული ფსონების საშუალო რაოდენობა 2,1 მლრდ ევრო იყო, ფინალურ მატჩზე კი 7,2 მლრდ ევრო.

ყველაზე ხშირად ფსონები კეთდებოდა იმ თამაშებზე, რომლებშიც მუნდიალის ფინალისტი, ხორვატია მონაწილეობდა.

ფიფამ აღნიშნა ისიც, რომ მუნდიალზე არცერთი ნაკრები არ ყოფილა შემჩნეული საეჭვო ქმედებებში, რომელთა მიზანიც შესაძლოა ყოფილიყო მატჩების შედეგებზე ზემოქმედება ხელოვნურად, ფსონებზე სპეკულაციის მიზნით.

 

მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთში გაიმართა და საფრანგეთის ტრიუმფით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები