LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატზე Nike გაანადგურა аdidas (ინფოგრაფიკა)

53

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტებმა სპორტული ბიზნესისთვის ერთგვარი მიღწევა დააფიქსირეს. პირველად ისტორიაში მუნდიალის ფინალი ჩაივლის ამერიკული ფირმის Nike-ის სრული დომინირებით. სწორედ ის მოსავს საფრანგეთსა და ხორვატიას. ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონი Nike-ის კლიენტი გახდება. ბოლოს ამერიკელებმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდს 2002 წელს ჩააცვეს, როდესაც ბრაზილიამ მოიგო.

4 წლის წინ ფინალმა аdidas-ის ნიშნით ჩაიარა – გერმანიაც და არგენტინაც გერმანული ფირმით იყვნენ შემოსილები. აქამდე კი რთული გასახსენებელია, როდის იყო, რომ ერთი მსხვილი ბრენდის რეკლამა გაეწიოს ორივე ფინალისტს.
2006 წელს ჩემპიონობა გაითამაშეს аdidas-მა (საფრანგეთი) და Puma-მ (იტალია), 4 წლით ადრე კი Nike-მა (ბრაზილია) და аdidas-მა (გერმანია). 1998 წელსაც ამ ორმა უმსხვილესმა კომპანიამ გაითამაშა ტროფეი, უბრალოდ ამჯერზე аdidas-ის მხარეს საფრანგეთი გამოვიდა.

სხვათა შორის, Nike-ის ტოტალური ფინალისტობა კარგი ალიყურია კონკურენტის მიმართ. Adidas 20 წელია ფიფასთან თანამშრომლობს. Guardian-ის მონაცემებით, გერმანელებმა ლიცენზირებული ბურთებისა და მსაჯების ეკიპირებისთვის დაახლოებით 96-დან 176 მლნ დოლარამდე გადაიხადეს. თანაც аdidas ყველაზე წარმომადგენლობითი იყო ტურნირზე – 12 ნაკრები. Nike-ზე 10 გუნდი მოდიოდა. არადა, იყო დრო, როდესაც მთავარი მიმწოდებელი Puma გახლდათ – 2006 წელს ტურნირის მონაწილეთა უდიდესი უმრავლესობა ამ ბრენდს წარმოადგენდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები