LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: ტრამპი, Brexit, რუსეთი და საქართველო

155

2500 ბიზნესმენი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დავოსში მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე შეიკრიბა.

წინა წელთან შედარებით, მათ წინაშე განსვავებული გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგი დგას: Brexit–ის შედეგები და ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა.

ბიზნესი ხედავს, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი რადიკალურად შეიცვალა. ფორუმზე აუცილებლად განიხილავენ, როგორ უნდა იმოქმედონ მათ ამ შეცვლილ რეალობაში.

ფორუმის პირველი დღე გეოპოლიტიკურ ძვრებს დაეთმო მეორე დღე კი მულტიკულტურალიზმს დაეთმობა.

 

დღე I

ოთხშაბათს დავოსში რამდენიმე მოსაზრება განიხილეს. მათ შორის პოპულისტური იდეების წამოწევა, რამაც შესაძლოა ევროპულ კავშირს საფრთხე შუქმნას.

ისაუბრეს ასვე რუსეთის მხრიდან მომავალ შესაძლო საფრთხეებზე.

აშშ–ის ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი ლიბერალური მიზნებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

„მარტივად რომ ვთქვათ, პუტინს მომავლის განსხვავებული ხედვა აქვს. იგი ცდილობს დაბრუნდეს სამყაროში, სადაც ძლიერი იყო თავისი სამხედრო ძალით, კურუფციით, ხოლო სუსტი ერები მის დაქვემდებარებაში იყვნენ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება ჰოლივუდის მსახიობი და აქტივისტი მეთ დეიმონი, რომელიც მხარს სუფთა წყლის საქველმოქმედო ორგანიზაციას უცხადებს. Water.org ცდილობს $55 მილიონიანი ფონდი შექმნას, რომელიც განვითარებად ქვეყნებში სუფთა წყლის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მეთ დეიმონმა ჟურნალისტებთან, აშშ–ს ახალ ლიდერზე დონალდ ტრამპზე დასმულ კითხვებზეც გასცა პასუხი.

„მე არ ვიცი რამდენად აინტერესებს და რამდენ დროს ხარჯავს ის განვითარებად ქვეყნებზე და ასეთ საკითხებზე დისკუსიებში ჩართვით. გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი მუშაობა პოლიტიკურ ამინდზე დამოკიდებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა მეთ დეიმონმა.

 

ყველას ყურადღება ჩინეთისკენ

ეკონომიკურ ფორუმზე მთელი ყურადღება ჩინეთის პრეზიდენტისკენ იყო მიმართული, რომელმაც თავისუფალი ვაჭრობის დასაცავად მკვეთრი განცხადება გააკეთა.

ჩინეთის ლიდერის ში ჯინპინგის გამოსვლაში, პროტექციონიზმის წინააღმდეგ აშკარა გაფრთხილება იკვეთებოდა. მან აშკარა მინიშნება გააკეთა აშშ–ს ახლადარჩეული ლიდერის მიერ არჩეულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„პროტექციონიზმის განხორციელება იგივეა, რაც ბნელ ოთახში თავის ჩაკეტვა. მოუხედავად იმისა, რომ გარეთ შეიძლება წვიმა და ქარი იყოს, ასევე აუცილებლად გამოჩნდება სინათლე და სუფთა ჰაერი. სავაჭრო ომში გამარჰვებული არავინ იქნება“, – განაცხადა მან.

 

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ამ სიტყვებით ჩინეთის პირველმა პირმა ნათელი გახადა, რომ პეკინი მზად არის მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მსოფლიოს ეკონომიკის იმ საფეხურზე, როცა აშშ ბაზრის ჩაკეტვით იმუქრება.

 

ტრამპის პოზიცია

ტრამპის უფროსი მრჩეველმა ანტონი სკარმუჩიმ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მისი უფროსის აზრები გააჟღერა.

„პრეზიდენტი ტრამპი შეიძლება იყოს ერთ–ერთი უკანასკნელი, ვინც გლობალიზაციაზე ფიქრობს, რადგან იგი ორიენტირებულია იმაზე, რომ აშშ–ს შიგნით მოხდეს ფოკუსირება და შეიქმნას უფრო მზარდი ბაზარი“, – განაცხადა მან.

ასევე მან აღნიშნა, რომ ხალხს ტრამპის თვითები არ უნდა აღელვებდეს.

 

საქართველო

 

საქართველოდან დავოსში პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაემგზავრა.

როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე-აღნიშნული საკითხები დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე- “The Silk Road Effect” განიხილეს. სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროექტში – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც, მისი თქმით, პროექტში ჩართული ქვეყნების განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა.

“ესაა ალტერნატივების ქსელი – თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია ევრაზიაში ეკონომიკის ზრდისა და ჯანსაღი ეკონომიკის შესაქმნელად. ეს პროექტი ერთდროულად კონკურენციასაც გულისხმობს და თანამშრომლობასაც. თუმცა ეს უფრო პარტნიორობას ეხება. როგორც პრეზიდენტმა ალიევმა თავის გამოსვლაში ახსენა, აბრეშუმის გზა უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომელთა დაცვა არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად აუცილებელია.  პირველ რიგში, იგულისხმება ინფრასტრუქტურა, შემდეგ – პროექტში ჩართულ სახელმწიფოებში არსებული სტაბილური გარემო; იგულისხმება სრულყოფილი პარტნიორობა ტრანსსასაზღვრო პროცედურების განხორციელების დროს; სატარიფო სისტემების უნიფიკაცია და რა თქმა უნდა, თანამშრომლობა პოლიტიკურ დონეზე. ეს მრავალგანზომილებიანი საკითხია”,-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებებს თანამშრომლობის შესახებ. მისივე განმარტებით, დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რაც აბრეშუმის გზის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაკვეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის  პროექტის მნიშვნელობაზე.

“ჩვენ ვიწყებთ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მიზნით შეიქმნა ქართულ-ამერიკული კონსორციუმი. ამჟამად, რეგიონის მასშტაბით ვეძებთ პორტის ოპერატორებს. ინვესტიციების დიდი რაოდენობაა მიმართული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიზნისკენ. ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამას გარდა, დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გულისხმობს თანამშრომლობას არა მხოლოდ ტრანსპორტირების, არამედ წარმოების პროცესშიც და ლოჯისტიკის კუთხითაც-,“აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სესიას, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის პროექტის შესაძლებლობებს მიეძღვნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მონგოლეთის პრეზიდენტი ცახიაგინ ელბეგდორჟი დაესწრნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფორუმზე, მსოფლიოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები.

ამ წლის ფორუმის მთავარი თემაა „პასუხისმგებლიანი ლიდერობა“ და მისი წამყვანი თემაა “მეოთხე სამრეწველო რევოლუცია”.

 

 თამთა უთურგაშვილი