LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ფიფას არ ენდობა

41

კომპანია Football Addicts-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივართა შორის გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ფიფას პლანეტის მოსახლეობის უმეტესობა უნდობლობას უცხადებს. გამოკითხულთა 70%-მა თქვა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას არ ენდობა.
ფიფას განსაკუთრებით არ სწყალობენ ჩილეში, არტენტინაში, ირლანდიაში, სამხრეთ კორეასა და ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში კი ამ მაჩვენებელმა სულაც 76%-ს მიაღწია.
გასაგები მიზეზების გამო, ფიფას მიმართ შედარებით დადებითად არიან განწყობილი რუსეთში, ყატარში, სამხრეთ აფრიკასა და იაპონიაში. საგულისხმოა, რომ ყოველი მეორე გამოკითხულის აზრით, ფიფა, რომლის ახალ ხელმძღვანელს 26 თებერვალს აირჩევენ, უკვე ვეღარასოდეს აღიდგენს შელახულ ავტორიტეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები