LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო იზრდება: ფიფამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო

25

ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის 48 გუნდამდე გაზრდის შესახებ გამოაცხადა.

სიახლე 2026 წლიდან ამოქმედდება.

ტურნირის ფორმატი ასეთი იქნება: 48 გუნდი 16 ჯგუფად დაიყოფა, თითოეულში სამი გუნდით.
თითო ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გავა.

როგორც ადრე ითქვა, ჯგუფურ ეტაპზე შესაძლოა საყაიმო ანგარიში გაუქმდეს.

მატჩების საერთო რაოდენობა 64-დან 80-მდე გაიზრდება, თუმცა მსოფლიო პირველობის მოსაგებად გუნდს ისევ 7 თამაშის ჩატარება მოუწევს, ფინალის ჩათვლით.

ტურნირის გამართვის საერთო ვადა 32 დღეს შეადგენს.

ასევე ითქვა, რომ ტურნირის გაფართოებამ შესაძლოა ფიფას დამატებით 640 მილიონი დოლარი მოუტანოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები