LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ლიდერები ემანუელ მაკრონს გამარჯვებას ულოცავენ

86

საფრანგეთის პრეზიდენტობის არჩევნებში გამარჯვებას ემანუელ მაკრონს მსოფლიო ლიდერები უკვე ულოცავენ.

„ვულოცავ მაკრონს დიდ გამარჯვებას, ველოდები მასთან თანამშრომლობას“– დაწერა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„ვულოცავ ემანუელ მაკრონს გამარჯვებას. მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას ნატოს სამიტზე, რათა გავაძლიეროთ ტრანსატლანტიკური კავშირები“, – დაწერა იენს სტოლტენბერგმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

„თქვენი გამარჯვება არის გამარჯვება ძლიერი და გაერთიანებული ევროპისთვის და ფრანგულ-გერმანული მეგობრობისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პრესსპიკერმა.

ტელეფონით მიულოცეს გამარჯვება ემანუელ მაკრონს კონკურენტმა მარი ლე პენმა და საფრანგეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. „დავურეკე ემანუელ მაკრონს და მთელი გულით მივულოცე საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევა. მისი გამარჯვება ცხადყოფს, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას სურდა გაერთიანება რესპუბლიკის ღირებულებების ირგვლივ, რათა დაემტკიცებინათ თავიანთი ერთგულება ევროკავშირისადმი“, -განაცხადა ოლანდმა.

რაც შეეხება მარი ლე პენს, ის ერთ -ერთი პირველი იყო ვინც გამარჯვება მიულოცა ახალ პრეზიდენტს.

„ფრანგებმა აირჩიეს ახალი პრეზიდენტი და მათ არჩევანი პოლიტიკის უწყვეტობაზე შეაჩერეს“, – განაცხადა ლე პენმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები