LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ქვეყნების ტურისტული სლოგანები

1011

მსოფლიოში თითქმის ყოველთვიურად თუ არა, ყოველწლიურად მაინც სხვადასხვა მიმართულებით უამრავი რეიტინგი და ინდექსი ქვეყნდება, მათ შორის  არსებობს ქვეყნების ტურისტული სლოგანების რეიტინგიც, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნის ხასიათსა და ტრადიციებს ასახავს და ამავდროულად, მოგზაურობის მოტივაციასაც აჩენს, თუკი ზოგადად ეს ვინმეს სჭირდება სამოგზაუროდ.

ასე მაგალითად, „ნიუ-იორკ, მე შენ მიყვარხარ,“ან  „ყველაფერი რაც ლოს-ანჯელესში ხდება, აქვე რჩება“ – ეს არის სლოგანები, რომლებიც  ერთ-ერთ სავიზიტო ბარათაც კი იქცა ორივე ქალაქისთვის, თუმცა ამ შემთხვევაში გადავხედოთ უშუალოდ ქვეყნებს და რადგან ამერიკით დავიწყეთ, შტატებითვე განვაგრძოთ, რომლის სლოგანიც ასე ჟღერს: “ყველაფერი თქვენი მიღწევებისთვის.“ საინტერესოა ასევე კოლუმბიის ტურისტული სლოგანიც: „კოლუმბია მაგიური რეალობაა.“ ეკვადორში  ფიქრობენ, რომ „ყველაფერი რაც გჭირდებათ, ეს მხოლოდ ეკვადორია“. „ვენესუელა კი თქვენი დანიშნულების ადგილია“ -სწორედ ასე მოგვიწოდებს, ქვეყნის სლოგანი. რაც შეეხება ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანას, სლოგანის მიხედვით, ალბათ  ჩილე შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან აქ „ All are welcome”.

სლოგანის მიხედვით, როგორც ირკვევა ყველაზე ბედნიერი დანიაა.  დიდბრიტანეთში კი ამბობენ, რომ „გაერთიანებული სამეფო,  არის გასაოცარი მომენტების სახლი“. „ნახე, იგრძენი, შეიყვარე“ ასე ჟღერს ლიტვის ტურისტული სლოგანი.საკმაოდ ბანალური სლოგანი აქვთ ფრანგებს – „პაემანი საფრანგეთთან.“ თუმცა სამაგიეროდ, ესპანეთი გამოირჩევა ორიგინალურობით  და ამბობს, რომ „ ესპანეთი დეტალებშია,” ანუ #spainindetail.რაც შეეხება ბერძნებს, ფიქრობენ, რომ „ყველა დროის კლასიკა, სწორედ საბერძნეთია.“

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი სლოგანი თითქოს ბრიტანეთისას ჰგავს, ასე მაგალითად „საქართველო, ცხოვრების საუკეთესო მომენტებითვის.“ მეზობელი ქვეყნებიდან კი, თურქეთი მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ მათი სტუმარი, ასევე სომხეთიც – „ესტუმრე სომხეთს, აქ ლამაზია“. „ ყველაფერი შენს შესახებ“ ასე ჟღერს უკრაინის სლოგანი, ხოლო მეზობელი რუსეთი მოგვიწოდებს -“ აღმოაჩინე შენი რუსეთი.“ ცხადია, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, თუმცა სანამ სამოგზაურო ტურს დაგეგმავთ და შეარჩევთ ქვეყანას, ვფიქრობ, ტურისტული სლოგანები ნამდვილად დაგეხმარებათ, სასურველი მიმართულების არჩევაში.

მარიამ ადამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები