LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: აქტიური ფაზა და ბილეთების გაყიდვა დაიწყო

94

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს. ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობს. 20-წლამდელთა ჩემპიონატი სარაგბო სამყაროში მნიშვნელობითა და სიდიდით მეორეა, რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ.

ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება – თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); ნახევარფინალები და ფინალები (14 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში – ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.

ტურნირის შესახებ

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან იმართება. ჩემპიონატში მონაწილე დაახლოებით 500-მა მორაგბემ უკვე ითამაშა თავის ეროვნულ ნაკრებში. ტურნირი გამოიარეს თანამედროვე რაგბის სამყაროს ისეთმა ცნობილმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან: მსოფლიოს 2016 წლის საუკეთესო მორაგბე ბოდენ ბარეთი, ჯულიან სავეა, სემ ვაითლოქი, აარონ ქრუდენი (ახალი ზელანდია, 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებულები), დევიდ პოქოქი, ვილ გენია (ავსტრალია), სემ ვორბერთონი, ლი ჰაფპენი (უელსი), მარო ითოჟე (ინგლისის 2016 წლის საუკეთესო მორაგბე).

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირში მონაწილეობა პირველად შარშან, მანჩესტერში მიიღეს (მას შემდეგ რაც 2015 წელს მოიგეს საკვალიფიკაციო ტურნირი, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფა). პირველივე ცდაზე ჩვენმა 20-წლამდელებმა პლეიოფში იტალია ძლიეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და ამით წლევანდელ ტურნირში არა მარტო, მასპინძლის სტატუსით არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს მონაწილეობის უფლება.


წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია).
საქართველო უკვე მეორედ მონაწილეობს 20-წლამდელთა ჩემპიონატში. შარშანდელ ტურნირში მონაწილეთაგან უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ: ვასილ ლობჟანიძე, ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, გელა აფრასიძე, ლაშა ტაბიძე, ირაკლი სვანიძე, თორნიკე მატარაძე და გიორგი ცუცქირიძე.

 

 
ბილეთების გაყიდვა დაიწყო


ბილეთები ორ ეტაპად იყიდება: 12 აპრილიდან გაყიდვაში გამოდის ყველა სამატჩო დღეზე დასასწრები ბილეთების 60 პროცენტი, ხოლო 12 მაისიდან გაყიდვაში გამოვა დარჩენილი 40 პროცენტი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ გვერდზე www.TKT.ge/U20
დღის ბილეთის ფასი სტადიონების მიხედვით:

ავჭალის სტადიონი 20 ლარი

აია არენა 5 და 10 ლარი

მიხეილ მესხის სტადიონი 5 და 15 ლარი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები