LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – საქართველო არგენტინით იწყებს

111

დღეს სტარტს აიღებს მსოფლიოს რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 12 საუკეთესო  ახალგაზრდული ნაკრები მიიღებს. საქართველოს ნაკრები,რომელიც ტურნირზე C ჯგუფში ასპარეზობს, დღეს არგენტინას დაუპირისპირდება. შეხვედრა ავჭალის სარაგბო მოედანზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ უკვე დაასახელა ის 23 მორაგბე, რომლებიც სადებიუტო მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა არგენტინასთან: 15. მირიან მოდებაძე (აია), 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო-სარასენს), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. დავით მესხი (არმია), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9 გელა აფრასიძე (ლელო-სარასენს); 1. გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), 2. ლევან პაპიძე (ლელო-სარასენს), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფრანგეთი), 4. ბექა საღინაძე (ლელო-სარასენს), 5. კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), 6. გიორგი ნუცუბიძე (აია), 7. ილია სპანდერაშვილი (არმია, კაპ.), 8. არსენ მაჩალაძე (აია).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (ლელო-სარასენს), 17. უშანგი ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 18. გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), 19. ლაშა ჯაიანი (ექსეტერი, ინგლისი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. გიორგი კვესელაძე (ლელო-სარასენს).

ბილეთების შეძენა გულშემატკივარს შეუძლია როგორც სტადიონის სალაროებში, ასევე ონლაინ, ვებ-გვერდზე tkt.ge. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები