LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი-მორიგი მეტოქე სამხრეთ აფრიკაა

145

დღეს მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის მატჩები გაიმართება. “უმცროსი ბორჯღალოსნები” დღეს სამხრეთ აფრიკელ “ქურციკებს” ხვდებიან. შეხვედრა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ავჭალის სარაგბო მოედანზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Rubgy.ge-ის ინფორმაციით, დღევანდელ მატჩში საქართელოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში არგენტინასთან შეხვედრის შემდეგ ცვლილებები იქნება. წყაროს ინფორმაციით, ტრავმირებულნი არიან ლადო მიმინოშვილი და გურამ პაპიძე.ეს უკანასკნელი საფრანგეთთან შეხვედრას წესით მწყობრში შეხვდება, მიმინოშვილისათვის კი მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა დასრულებულია.

შემადგენლობა “სამხრეთ აფრიკასთან” მატჩისათვის:

საქართველო: 15. მირიან მოდებაძე (აია), 14. აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენს), 13. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო სარასენს), 12. გიორგი კვესელაძე (ლელო სარასენს), 11. დავით მესხი (არმია), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9. გელა აფრასიძე (ლელო სარასენს); 1. უშანგი ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 2. ლევან პაპიძე (ლელო სარასენს), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფრანგეთი), 4. კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), 5. ლაშა ჯაიანი (ექსეთერი, ინგლისი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), 7. ილია სპანდერაშვილი (არმია, კაპ.), 8. შოთა არეშიძე (აია).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენს), 17. გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), 18. რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენს), 19. ბექა საღინაძე (ლელო სარასენს), 20. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 23. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები