LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო რაგბმა ვიქტორ კოლელიშვილს სიუჟეტი მიუძღვნა (ვიდეო)

150

მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა YouTube არხმა ქართველ მორაგბეს, ვიქტორ კოლელიშვილს სიუჟეტი მიუძღვნა.

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „კლერმონის“ მოთამაშე იაპონიაში გასამართ მომავალ მსოფლიო თასზე საუბრობს.

„მსოფლიო თასზე თამაში არის დიდი ზეიმი და შანსი იმის, რომ შენი საქმე წარმოაჩინო. დაანახო მთელ მსოფლიოს, თუ ვინ ხარ და ისიამოვნო თამაშით თანაგუნდელებთან ერთად. თუკი მსოფლიო თასზე მოვხვდი, ეს მესამე გათამაშება იქნება ჩემთვის, რაც ძალიან დიდი პატივია. 2019 წლის მსოფლიო თასი დიდი პასუხისმგებლობა იქნება „ბორჯღალოსნებისთვის“, რადგან წინა ტურნირზე ორი თამაში მოვიგეთ“, – განაცხადა კოლელიშვილმა.

ვიქტორ კოლელიშვილის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმაც ისაუბრა. ახალ ზელანდიელი სპეციალისტის აზრით, ვიქტორი გუნდის ლიდერად ყალიბდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები