LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, 7 მაისს ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

66

საერთაშორისო მარათონთან „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, 7 მაისს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მარათონთან – „მსოფლიო რბენა“ – დაკავშირებით, ხვალ, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.

ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე – გურჯაანი-აფენი-კაბალი.

შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები