LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი: ქართველი ხალხი რეგიონში მართმადიდებლობის და ქრისტიანობის ბურჯია

114

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ქართველი ხალხი, რომელიც ბურჯია რეგიონში მართმადიდებლობის და ქრისტიანობის, – ასე მიმართა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ემანუელმა სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს.

მიტროპოლიტმა ემანუელმა და სმირნის მიტროპოლიტმა ბართლომეუსმა სამების ტაძარში საქართველოს პატრიარქთან ერთად წირვა აღავლინეს.

“უზომოდ მოხარულები ვართ, რომ თქვენთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ საღვთო ლიტურგიაში. თქვენთან ჩამოტანილი გვაქვს მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეუსის ძმური სიყვარული. ჩვენ მოხარული ვართ თქვენთან თანამშრომლობით ეკლესიისთვის საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით. მსოფლიო საპატრიარქო და მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეუსი ყოველთვის არის თქვენს გვერდით ყველა იმ საკითხში, რომელშიც თქვენი ეკლესია საჭიროებს თანადგომას და დახმარებას. თქვენო უწმინდესობავ, ყოველთვის გწამდეთ და გჯეროდეთ, რომ მსოფლიო პატრიარქი და მსოფლიო საპატრიარქო თქვენს მიერ წამოწყებულ საქმეებში იქნებიან თქვენი თანაშემწეები, თქვენს გვერდში იდგებიან. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ქართველი ხალხი, რომელიც ბურჯია რეგიონში მართმადიდებლობის და ქრისტიანობის”,- მიმართა მიტროპოლიტმა ილია მეორეს.

თავის მხრივ, საქართველოს პატრიარქმა სტუმრებს საჩუქრად ხატები გადასცა.

“ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღეს ჩვენთან იმყოფებით. დღეს შესრულდა წმინდა წირვა სამების ტაძარში, სადაც მოვიხსენიეთ ყველა პატრიარქი და მღვდელმთავარი”,- განაცხადა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები