LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით დღეს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

134

თბილისის საკონცერტო დარბაზში დღეს ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხე” ორგანიზებით კონცერტ-მარათონი გაიმართება.

როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდოში განაცხადეს, მარათონს მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

საქველმოქმედო კონცერტში, ნინო სურგულაძესთან ერთად, მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები მიიღებენ. კერძოდ, ვუდი ალენის რჩეული ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, ბარიტონი ალბერტო გაძძალე, მევიოლინე ფრანჩესკო დეგო, მაესტრო დანიელე რუსტიონი და ოპერის სიმფონიური ორკესტრი.

კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია შOჩAღ-ის მხარდაჭერით იმართება და ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირი ეთერით გადაიცემა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახების უმძიმესი სენით დაავადებულ მოზარდებს გადაერიცხებათ.
ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 1,5 წლის წინ ბალერინა ნინო ჩიქოვანის სიცოცხლის გადასარჩენად შეიქმნა. დღემდე ფონდმა მძიმე სენით დაავადებული 11 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები